spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერს მიხეილ თვაურის სახელი მიენიჭა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერს მიხეილ თვაურის სახელი მიენიჭა.

 

სკვერის საზეიმოდ გახსნეს ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და მიხეილ თვაურის შვილმა მანანა თვაურმა. სკვერის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს წევრები, მიხეილ თვაურის ოჯახის წევრები და სამოქალაქო საზოგადოება.

 

გამოჩენილმა მეცნიერმა, კურორტოლოგმა, თეორეტიკოსმა და პრაქტიკოსმა ექიმმა მიხეილ თვაურმა დიდი წვლილი შეიტანა ბორჯომის სამკურნალო მინერალური წყლების შესწავლასა და ხალხის ჯანმრთელობისათვის მისი გამოყენების საქმეში.

 

მიხეილ თვაურს მინიჭებული აქვს: 1963 წ. – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამედიცინო ხარისხი; 1973წ. – ექიმ-თერაპევტის უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია; 1982წ. – საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის წოდება; 1999წ. – ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.
მას გამოცემული აქვს მრავალი სამეცნიერო მონოგრაფია. მ. თვაურს ეკუთვნის წიგნი-ნაშრომი „კურორტი ბორჯომი და მისი უნიკალური მინერალური წყლები“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები