spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერს ზაალ ბარათაშვილის სახელი მიენიჭა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება: გ-17. 17232342-ის საფუძველზე, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერს ზაალ ბარათაშვილის სახელი მიენიჭა.

სკვერის ოფიციალურ გახსნას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატები, ზაალ ბარათაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ზაალ ბარათაშვილი დაიბადა ქ. ბორჯომში 1960 წელს. 1977 წელს დაამთავრა ბორჯომის იმჟამინდელი N2 საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში.

1982-1983 წლებში მსახურობდა სამხედრო სამსახურში და პარალელურად მოღვაწეობდა მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1984-1986 წლებში იყო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი.

1987 წლიდან გარდაცვალებამდე იგი მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში მსახიობად.

ამ ხნის განმავლობაში ორმოცამდე სპექტაკლში ითამაშა და თავისი წვლილი შეიტანა თითოეული სპექტაკლის წარმატებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები