spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე სანაპიროს მიმდებარედ 700 კვ.მ ფართობზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო: ფეხით სავალი ბილიკი, ველო ბილიკი, ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, სკვერის ტერიტორიაზე დამონტაჟდა სკამები, ნაგვის ურნები, გარე-განათების სისტემა, სასმელი წყლის ბიუვეტი, დეკორატიული პერგოლა, ტერიტორია გამწვანდა სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მდინარის გამყოლ საყრდენ კედელს. 

 

“რეკრეაციული სივრცეების განვითარება მუნიციპალიტეტისათვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ახალი რეკრეაციული სივრცეები გავაჩინეთ, რასაც ქალაქში დამატებითი სიცოცხლე შემოაქვს. მათ შორისაა, ეს ახლადმოწყობილი სკვერი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. წლების განმავლობაში, ეს ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო.სკვერი ამჟამად, სრულადაა მოწესრიგებულია, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს დაისვენონ კომფორტულ გარემოში”, -განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

 

სკვერი რეაბილიტაციისათვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 473 347 ლარი დაიხარჯა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები