spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში, სააკაძის ქუჩის N2-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომში, სააკაძის ქუჩის N2-ში, ე.წ. ექიმების ბინის  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. 

 

პროექტის ფარგლებში,  სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი,  რომელიც შეიფუთება ახალი სტანდარტების შესაბამისი მასალით HPL და ფიბროცემენტის პანელებით, ასევე განახლდება აივნები და შეიცვლება  კარ-ფანჯარა, მოეწყობა შენობის დეკორატიული  განათება. 
ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონალური განვითარების ფონდიდან 1 137 057  ლარით ფინანსდება.

 

მიმდინარე წელს ბორჯომში, სააკაძის  ქუჩის N2, აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები