spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” გალა კონცერტით გაიხსნა

ბორჯომში სასტუმრო “ბორჯომი-ლიკანში” ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” გალა კონცერტით გაიხსნა.

“ღამის სერენადები” დაუვიწყარი კონცერტით აღინიშნება ქალაქ ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები.

“ღამის სერენადები” წლების განმავლობაში იმართებოდა ბორჯომში და ყოველთვის უამრავი სტუმარი ჰყავდა, შემდეგ ლოკაცია შეიცვალა, ორი  წლის წინ კი, როცა მერის თანაშემწედ დავინიშნე, პირველ რიგში სწორედ ფესტივალის დაბრუნებაზე დავიწყე ზრუნვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან ბატონ ოთართან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბატონ დავითთან ერთად, რომელთაც სიამოვნებით მიიღეს ჩემი შეთავაზება, მოგვიანებით ინიციატივა ქალბატონ ნინას და გიორგი ისაკაძეს გავაცანით და ისიც სიხარულით დაგვთანხმდა ძველი ტრადიციის აღდგენას.

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალში მონაწილეობა ანსამბლმა “ბორჯომმაც“ მიიღო”, – განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ბუგიანიშვილმა.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბორჯომის, ბათუმის და თბილისის მერია ასევე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში.

ფესტივალის დამფუძნებელია ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები