spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში, თორის N6-ში 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება

მიმდინარე წელს ბორჯომში, თორის N6-ში 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვლება სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.

საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება.

ფასადების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში  ბორჯომში არაერთი პროექტი განხორციელდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები