spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბორჯომში, წმ. ნინოს ქუჩის N2-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ბორჯომში, წმ. ნინოს ქუჩის N2-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. 

მიმდინარე სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე სოსო რაზმაძე გაეცნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიასთან სკვერის პროექტის დეტალები განიხილეს.

სკვერის რეაბილიტაცია 3 თვეში დასრულდება. სამუშაოებს შპს "არბა" ახორციელებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სკვერის რეაბილიტაციისთვის 717 000  ლარია გათვალისწინებული.

პროექტის მიხედვით მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებლი სივრცე, განთავსდება სკამები და დამონტაჟდება განათება.

(R)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები