ბორჯომში ვეტერანთა დღე აღინიშნა.
ვეტერანთა დღის აღსანიშნავი ღონისძიება ბორჯომში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გაიმართა.
ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ვეტერანები ესწრებოდნენ.
ბორჯომის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ვეტერანებმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
“დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ვეტერანები, ღვაწლმოსილი და ჩვენი ქვეყნის წინაშე დამსახურებული ადამიანები. ჩვენი მოვალეობაა მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე”, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
ვეტერანთა დღე 17 ოქტომბერს საქართველოში 2015 წლიდან აღინიშნება.