spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში XV საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” გაიხსნა

ბორჯომში, სასტუმრო “ბორჯომი-ლიკანში” XV საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” გალა კონცერტით გაიხსნა.

 

22 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით რიგით XV საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ექვსი დაუვიწყარი კონცერტით აღინიშნება ქალაქ ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში.

 

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები.

 

“ღამის სერენადები” წლების განმავლობაში იმართებოდა ბორჯომში და ყოველთვის უამრავი სტუმარი ჰყავდა, შემდეგ ლოკაცია შეიცვალა, ერთი წლის წინ კი, როცა მერის თანაშემწედ დავინიშნე, პირველ რიგში სწორედ ფესტივალის დაბრუნებაზე დავიწყე ზრუნვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან ბატონ ოთართან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბატონ დავითთან ერთად, რომელთაც სიამოვნებით მიიღეს ჩემი შეთავაზება, მოგვიანებით ინიციატივა ქალბატონ ნინას გავაცანით და ისიც სიხარულით დაგვთანხმდა ძველი ტრადიციის აღდგენას.

 

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალში მონაწილეობა ანსამბლმა „ბორჯომმაც“ მიიღო, რომელშიც გია ონიანთან და ორკესტრთან ერთად შევასრულეთ ნაწარმოები ოთარ თაქთაქიშვილის „მეგრული სიმღერების“ ციკლიდან“, – განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ბუგიანიშვილმა.

 

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბორჯომის, ბათუმის და თბილისის მერია ასევე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში.

 

ფესტივალის დამფუძნებელია ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები