spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ბორუსიამ” “ჩელსის” მოუგო, “ბენფიკამ” “ბრიუგეს”

“ჩემპიონთა ლიგის” 1/8 ფინალური დაპირისპირებები გრძელდება, დღეს ფეხბურთის გულშემატკივარმა ორი საინტერესო შეხვედრა იხილა.

 

დორტმუნდის “ბორუსიამ” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა, ერთადერთი გოლის ავტორი კარიმ ადეიემია.

 

პარალელურად ბრიუგეში, ადგილობრივი “ბრიუგე” “ბენფიკას” დაუპირისპირდა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, თავის გამოჩენა ჟოაო მარიუმ და დევიდ ნერეშმა მოახერხეს.

 

ზემოთხსენებული წყვილების განმეორებითი შეხვედრები 8 მარტს გაიმართება.

 

“ჩემპიონთა ლიგის” 1/8 ფინალური ეტაპის მომდევნო მატჩები კი 22 და 23 თებერვალს შედგება.

 

22 თებერვლის განრიგი:

 

23:55 – “ლივერპული” – მადრიდის “რეალი”

 

23:55 – “აინტრახტი” – “ნაპოლი”

 

23 თებერვლის განრიგი: 

 

23:55 – “ლაიფციგი” – მანჩესტერ “სიტი” 

 

23:55 – “ინტერი” – “პორტუ”

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები