spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბრაიზა – ამერიკა ნამდვილად შიშობს, რომ საქართველოს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი

როგორც წესი, დაახლოებით, ამ დროისთვის უკვე გაჟღერდებოდა მისალოცი გზავნილი. თუმცა, ის, რაც ახლა მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ნამდვილად შიშობს, რომ საქართველოს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ასეთი განცხადებები თითქოს პრობლემა საქართველოსა და დასავლეთს შორის უკრაინის ომის გამო არსებობს და როგორც კი ომი დასრულდება, მხარეები ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ პროპაგანდაა „ქართული ოცნების“ მხრიდან.

“როგორც წესი, დაახლოებით, ამ დროისთვის უკვე გაჟღერდებოდა მისალოცი გზავნილი. თუმცა, ის, რაც ახლა მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ნამდვილად შიშობს, რომ საქართველოს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ძალიან დიდი სიმბოლური ესკალაციაა, როდესაც განცხადებები სახელმწიფო დეპარტამენტიდან პრეზიდენტის დონემდე ავიდა. ეს საკმაოდ უჩვეულოა.

საქართველოს მთავრობის ასეთი განცხადებები თითქოს პრობლემა საქართველოსა და დასავლეთს შორის უკრაინის ომის გამო არსებობს და როგორც კი ომი დასრულდება, მხარეები ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ, პროპაგანდაა “ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს იმავე პროპაგანდის ნაწილია, როდესაც მათ დანგრეული უკრაინის ფოტოები და საქართველოს მშვიდობიანი ფოტოები ერთად გამოაქვეყნეს. ისინი შიშზე დაფუძნებულ ტაქტიკას მიჰყვებიან. ყველამ იცის, რომ აქამდე ისინი ამბობდნენ, თითქოს ამერიკა ცდილობდა ისინი ომში ჩაეთრია – ეს სრულიად სასაცილო ტყუილებია. ამერიკას არასდროს ენდომება, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, რაში უნდა დასჭირდეს ამერიკას საქართველო, რა სამხედრო შესაძლებლობების მოტანა შეუძლია მას ისეთის, რაც იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ის, რაც უკრაინას შეუძლია, ევროპულ და ამერიკულ რაკეტებთან ერთად? ასე რომ, პასუხია არა! თუ უკრაინაში რუსეთის ომი დასრულდება, ეს პრობლემა არ იარსებებს, მაგრამ პრობლემები ამერიკასა და საქართველოს, ან ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოშივე იქმნება“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები