ორ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე და მოახლოებულ არჩევნებზე ვისაუბრებთ, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გასცემს ინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით
“საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვისაუბრებთ საქართველოსა და მოლდოვაზე, ორ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაზე და მოახლოებულ არჩევნებზე. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ნორდიკულ-ბალტიური ქვეყნების ხელმძღვანელი, კოორდინაციას უწევს და მოგვაწვდის ინფორმაციას, ასევე საქართველოსთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა ბრაჟემ.
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან ერთად, შესაძლოა, საქართველოზეც იყოს მსჯელობა და მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილონ.