“სთედიუმ 974”-ზე ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის მორიგი მატჩი, რომელშიც ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა სამხრეთ კორეა 4:1 დაამარცხა.
ბრაზილიელებმა პირველივე ტაიმში ოთხი ბურთი გაუტანეს მეტოქეს. ანგარიში ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა, მალევე ნეიმარმა თერთმეტმეტრიანით სხვაობა ორამდე გაზარდა, ამას რიჩარლსონისა და ლუკას პაკეტას გოლები დაემატა და შესვენების წინ სამხრეთ ამერიკელები უკვე 4:0-ს ამარცხებდნენ მეტოქეს.
მეორე ნახევარში სამხრეთ კორეამ ერთი გოლი გაქვითა, რომლის ავტორი სეინგ-ჰო პაიკია.
1/4 ფინალში ბრაზილიელები ხორვატიას დაუპირისპირდებიან, შეხედრა 9 დეკემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.
6 დეკემბერს ფეხბურთის გულშემატკივარს ორი 1/8 ფინალური მატჩი ელოდება წინ:
19:00 საათზე: მაროკო – ესპანეთი
23:00 საათზე: პორტუგალია – შვეიცარია
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი