“სთედიუმ 974”-ზე G ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარია 1:0 დაამარცხა.
საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩი გამოვიდა, ბრაზილია ფლობდა უპირატესობას, თუმცა შვეიცარიელები თავს ძალიან კარგად იცავდნენ, მაგრამ მატჩის ბოლოს სამხრეთ ამერიკელებმამაინც მოახერხეს მეტოქის გატეხვა და 83-ე წუთზე კარლოს ენრიკე კაზემიროს გოლით დაწინაურდნენ.
ამ გამარჯვების შემდეგ, ბრაზილიამ ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა. ის G ჯგუფს ლიდერობს 6 ქულით, მეორეზე შვეიცარიაა 3 ქულით, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებს თითო-თითო ქულით სერბეთი და კამერუნი ინაწილებენ.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი