spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბრაზილიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 62 ადამიანი იმყოფებოდა

ბრაზილიაში, დღეს, 9 აგვისტოს, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ განაცხადა.

“თვითმფრინავი, რომელშიც 58 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, ახლახან ჩამოვარდა სან-პაულუს ქალაქ ვინჰედოში და როგორც ჩანს, ყველა მათგანი დაიღუპა”, – განაცხადა მან.

პარალელურად, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ეცემა თვითმფრინავი.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაცემის დროს თვითმფრინავი შესაძლოა, რამდენიმე სახლს შეჯახებოდა.

ვებგვერდი Flightradar24-ის ცნობით, Voepass-ის თვითმფრინავი კასკაველიდან აფრინდა და სან-პაულოსკენ მიემართებოდა.

“ჯერ არ არის დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა კატასტროფა და რა მდგომარეობაა ბორტზე მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია Voepass-ის განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები