ბრაზილიის პოლიციამ დედაქალაქში არეულობებში მონაწილეობისთვის 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მათ თავისუფლების 12 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცავი ორგანოები მიიჩნევენ, რომ ბრაზილიაში სახელმწიფო შენობების შტურმი დაგეგმილი იყო.
“უკვე დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი და გადაიხდიან ჩადენილი დანაშაულისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დანარჩენის იდენტიფიცირებისთვის, ვინც მონაწილეობდა ამ ტერაქტებში ფედერალურ ოლქში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. წესრიგის აღსადგენად“, – განაცხადა ფედერალური ოლქის გუბერნატორმა იბანეს როჩამ.
იქამდე ბრაზილიის სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობა შეჭრილი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
8 იანვარს ბრაზილიის ულტრამემარჯვენე ექს-პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ. პოლიციამ დემონსტრანტების უკან დახევის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე საათში, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ დედაქალაქში არეულობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.