იტალიაში, იახტის ჩაძირვის ადგილზე ნაპოვნი ორი ცხედარი იდენტიფიცირებულია როგორც ბრიტანელი მილიარდერი მაიკ ლინჩი და მისი ქალიშვილი ჰანა, – ამის შესახებ სიცილის სამოქალაქო თავდაცვის გენერალურმა დირექტორმა სალვო კოჩინამ განაცხადა.
ცხედრები გემის ერთ-ერთ სალონში იპოვეს.
ეს გემის ჩაძირვის მეორე და მესამე მსხვერპლია. იქამდე იახტის მზარეულის ცხედარი იპოვეს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელი ტექნოლოგიური მეწარმის მაიკ ლინჩის იახტა სიცილიის სანაპიროსთან ჩაიძირა.
იახტაზე სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა.
ამის შემდეგ იტალიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი, მათ შორის ლინჩი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
სანაპირო დაცვამ შეძლო 15 ადამიანის გადარჩენა – მათ შორის ერთ-ერთი იყო ლინჩის მეუღლე.
აღსანიშნავია, რომ მაიკ ლინჩი არის Autonomy Corporation-ის დამფუძნებელი.