დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ვერ ხედავს იმის ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად უკრაინაში ან მის საზღვრებზე.
ექსპერტების თქმით, ამ ტიპის იარაღის მომზადებას დრო სჭირდება.
GCHQ-ის ხელმძღვანელმა ჯერემი ფლემინგმა განაცხდა, რომ სააგენტოს ერთ-ერთი ამოცანაა ტაქტიკური იარაღის გამოყენებისთვის კრემლის მზადების მონიტორინგი.
“ის, როგორც რუსული ომის მანქანა და პრეზიდენტი პუტინი აწარმოებენ ამ ომს, რჩება იმ დოქტრინის ფარგლებში, რომელიც ცნობილია მათი გამოყენებისთვის, მათ შორის ბირთვული იარაღისთვის“, – განაცხადა ფლემინგმა.
ამავე დროს, ფლემინგი ირწმუნება, რომ არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი აწარმოებს ტექნიკურ მომზადებას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის.