დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ის შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და იგეგმება უკრაინის სამხედრო დახმარების გაფართოების შესახებ შეთანხმების გაფორმება.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, განიხილავს ზელენსკისთან უსაფრთხოების რა გარანტიები შეიძლება შესთავაზოს დიდმა ბრიტანეთმა კიევს, მათ შორის ომის შემდგომ სამშვიდობო ძალებში ბრიტანეთის ჯარების მონაწილეობის შესაძლებლობის ჩათვლით.
ვიზიტის შემდეგ, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი ხელს მოაწერენ პარტნიორობის შეთანხმებას არსებული თავდაცვის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით კიევისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების შეთავაზებით.