ბრიტანეთის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35-ე წლისთავს ეხმაურება.
“დღეს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც 35 წლის წინ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობისთვის.
ჩვენ მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.