spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბრიტანეთმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მასშტაბური პაკეტი დაუწესა

ბრიტანეთმა 2022 წლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი დაუწესა.

სანქციები დაწესებულია 107 კომპანიისა და ფიზიკური პირის მიმართ.

ახალი სანქციები კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს პუტინის ენერგეტიკულ შემოსავლებზე, რაც მისი უკანონო შეჭრის დაფინანსების ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მათ შორისაა რუსული ნავთობის გადამზიდავი კიდევ 40 „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდი. მხოლოდ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ამ გემებმა სულ 5 მილიარდი დოლარის რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაიტანეს. დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მყოფი ნავთობტანკერების საერთო რაოდენობამ 133-ს მიაღწია.

ლონდონი ასევე აწესებს სანქციებს 14 „ახალი კლეპტოკრატის“ წინააღმდეგ, რომელთაგან ზოგიერთი ხელმძღვანელობს რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებს. მათ შორისაა რომან ტროცენკო, რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომლის ქონება 2,2 მილიარდ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

“სამი წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინელები აგრძელებენ თავიანთი ქვეყნისა და ცხოვრების წესის დაცვას. მათ აჩვენეს, რომ სწორი მხარდაჭერით შეუძლიათ დაიცვან თავი რუსული აგრესიისგან. დღევანდელი ქმედებები გააძლიერებს უკრაინის პოზიციას კრიტიკულ მომენტში ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში”, – აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები