spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბრიტანეთსა და აშშ-ში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა ნატო-ს მე-5 მუხლის ამოქმედებას გამოიწვევს

ბრიტანელი დეპუტატი და გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში თავდაცვის სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარე ტობიას ელვუდი მიიჩნევს, რომ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ძალების პასუხს გამოიწვევს.

 

“ნებისმიერი მიზანმიმართული დაზიანება, რომელიც გამოიწვევს რადიაციის პოტენციურ გაჟონვას უკრაინის ბირთვულ რეაქტორზე, ნატოს მე-5 მუხლის დარღვევა იქნება“, – წერს ბრიტანელი დეპუტატი “ტვიტერზე”.

 

იგივეს აცხადებს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი: “ეს არც კი განიხილება, ნებისმიერი გაჟონვა გამოიწვევს ადამიანების სიკვდილს ნატო-ს ქვეყნებში. ეს ავტომატურად მე-5 მუხლია”.

 

ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ალიანსის რომელიმე წევრი სახელმწიფო გახდება შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი, ალიანსის ყველა სხვა წევრი, გამონაკლისის გარეშე, განიხილავს ძალადობრივ აქტს შეიარაღებულ თავდასხმად მათზე და მიიღებენ ყველა ზომას,

 

რასაც მიზანშეწონილად ჩათვლიან ალიანსის იმ წევრის დასახმარებლად, რომელსაც თავს დაესხნენ.

 

რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს 4 მარტიდან აკონტროლებენ. 

 

რუსებმა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია არაერთხელ დაბომბეს და არაერთი ობიექტი დააზიანეს. 

 

ევროკავშირმა და მსოფლიოს 40-ზე მეტმა ქვეყანამ მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები და პერსონალი ატომური ელექტროსადგურიდან. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები