spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბრიტანული დაზვერვა – რუსეთმა მეხუთე Су-35 სავარაუდოდ, ტოკმაკთან დაკარგა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპანტების საჰაერო თავდაცვამ, სავარაუდოდ, ჩამოაგდო საკუთარი თვითმფრინავი СУ-35 ტოკმაკის (ზაპოროჟიეს რეგიონი) მახლობლად.

 

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ საკუთარი ავიაციის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მოდელი სავარაუდოდ, 28 სექტემბერს გაანადგურა.

 

მათი თქმით, ეს იქნება СУ-35-ის მეხუთე დანაკარგი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

 

29 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებს სამიზნე აერია და ზაპოროჟიეს ოლქში რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკის მიდამოებში რუსული გამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდო.

 

СУ-35-ის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები