spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს

მომღერალი, კინომსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს.

 

ვახტანგ კიკაბიძე თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი და გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ბუბა კიკაბიძეს გამოემშვიდობნენ.

 

დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, მათ შორის უკრაინის კულტურის მინისტრი, რომელმაც პრეზიდენტ ზელენსკის გამოსამშვიდობებელი წერილი წაიკითხა.

 

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები