spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბუდანოვი – დასაკარგი დრო აღარ არის, ჩვენ უკვე გვაქვს იარაღის საჭირო მინიმუმი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მალე დაიწყება

უკრაინას აქვს აუცილებელი შეიარაღების საჭირო მინიმუმი, რომ კონტრშეტევა დაიწყოს, თუმცა ოკუპანტების ჩვენი ტერიტორიიდან განდევნის მიზნით, მეტი იარაღია საჭირო, მათ შორის დასავლური გამანადგურებლები, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

 

“ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და დასაკარგი დრო აღარ არის, ჩვენ უკვე გვაქვს იარაღის საჭირო მინიმუმი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს მალე დაიწყება (კონტრშეტევა)”, – განაცხადა ბუდანოვმა.

 

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ტერიტორიის ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად საჭიროა მეტი იარაღი, კერძოდ, გამანადგურებლები.

 

“ჩვენ უნდა განვდევნოთ რუსეთი ჩვენი ტერიტორიიდან. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენი ძალა და საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ გვჭირდება დიდი მარაგი იარაღისა და საბრძოლო მასალის იმისთვის, რომ ოპერაცია წარმატებით გავაგრძელოთ”,-  განაცხადა ბუდანოვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები