spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბუდანოვი – პირველ ქვედანაყოფებს ჩრდილოეთ კორეიდან კურსკის ოლქში უკვე 23 ოქტომბერს ველოდებით

ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები მალე რუსეთის კურსკის ოლქში ჩავლენ და რუსეთის ჯარს დაეხმარებიან, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, ისინი კურსკის ოლქში სავარაუდოდ, უკვე ხვალ, 23 ოქტომბერს ჩავლენ.

“ხვალ ველოდებით პირველ ქვედანაყოფებს კურსკის მიმართულებით“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, ჯერ უცნობია მათი რაოდენობა და ეკიპირება.

“ვნახავთ რამდენიმე დღეში”, – აღნიშნა მან.

ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები რუსეთში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდნენ. გავრცელდა ვიდეო, როგორ აძლევენ მათ რუსულ ფორმებს შორეულ აღმოსავლეთში მდებარე სასწავლო პოლიგონზე. დღეს კი რუსეთის ტერიტორიაზე მათი ყოფნის დამადასტურებელი კიდევ ერთი მტკიცებულება გაჩნდა.

სამხრეთ კორეამ პირობა დადო, რომ მიიღებს “ეტაპობრივ ზომებს” ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის წინააღმდეგ მათი გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობის გამო.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ორი შენაერთის მომზადების შესახებ – საუბარია ორ ბრიგადაზე – თითოეული 6 ათასი ჯარისკაცი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები