spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბუდანოვი – რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოთხ ენერგობლოკში ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ტექნიკა განათავსეს

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტისთვის მზადება დაასრულა, – ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, გაგრილების აუზი და 6-დან 4 ელექტრობლოკი დანაღმულია რუსული ჯარების მიერ.

 

გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ატომური რეაქტორები გაცივების გარეშე შეიძლება დადნეს 10 საათიდან 14 დღემდე.

 

ავარია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლოა, ასევე გამოწვეული იყოს რუსების მიერ ელექტრომომარაგების ხაზებზე ძაბვის მატებით.

 

ბუდანოვის თქმით, რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების ორ ვარიანტს განიხილავენ.

 

პირველი – ელექტროსადგურის აფეთქება, თუ რუსული ძალები განდევნილი იქნებიან დნეპრის მარცხენა სანაპიროდან. მაშინ რუსეთი შექმნის განადგურების და გარიყვის ზონას, რათა თავიდან აიცილოს უკრაინის ჯარების წინსვლა.

 

მეორე – რუსეთი იყენებს ბირთვულ აფეთქებას, როგორც “პრევენციულ ღონისძიებას“. მიზანი ამ შემთხვევაში იქნება მცდელობა შეაჩეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა მის დაწყებამდე და გაყინოს კონტაქტის ხაზი იმ ფორმით, როგორშიც ის არსებობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები