საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გერმანიის “ბუნდესლიგა 2”-ის ბინადარ გუნდში “კარლსრუეში” გააგრძელებს კარიერას.
ზივზივაძე გერმანულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მათთან სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ამ მომენტისთვის “კარლსრუე” “ბუნდესლიგა 2”-ში მე-15 პოზიციაზეა და ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი