ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, შეხედულება არასდროს შეუცვლია და საქართველოს ადგილი ევროპაშია.
“ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი.
ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა, საქართველოს ადგილი ევროპაშია“, – წერს ბუდუ ზივზივაძე.