spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბულაგრეთის ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც თბილისში ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ერთი კვირა დარჩება

ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ტრავმირებულ ფეხბურთელს ტოდორ ნედელევს თბილისში ოპერაცია ღამით ჩაუტარდა. შეჯახების დროს ის ავტობუსის ბოლო სკამზე იჯდა და მინის ნამსხვრევებმა თავის ქალა დაუზიანდა, – ბულგარული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრესმდივანმა ვიქტორ იგნატოვმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ნახევარმცველი თბილისში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ერთი კვირა დარჩება. იგნატოვის თქმით, ნედელევს სრული რეაბილიტაციისთვის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით სამი თვე დაჭირდება.

 

თბილისში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრები ავტოავარიაში მოჰყვა. ნაკრები სასტუმროში ორი ავტობუსით მიდიოდა, ავარია კი მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთის მძღოლმა გვირაბში საჭე ევრ დაიმორჩილა და მკვეთრად დაამუხრუჭა.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

რაც შეეხება “თბილისი არენაზე” დაგეგმილ მატჩს, ის ხვალ, 20:00 საათზე გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები