spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ

ბულგარეთი და რუმინეთი დღეიდან შენგენის ზონას ოფიციალურად უერთდებიან, ამ დროისთვის ეს მხოლოდ ნაწილობრივი წევრობაა.

 

ევროკომისიის ცნობით, საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლი გაუქმდება. ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან სახმელეთო საზღვრებზე კონტროლი ამ დროისთვის შენარჩუნდება, მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს.

 

ევროკომისიის ცნობით, გასული წლის დეკემბრიდან ბულგარეთმა და რუმინეთმა მიიღეს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ შენგენის წესების შეუფერხებელი გამოყენება 2024 წლის 31 მარტიდან.

 

შენგენის ზონა ახლა 29 ქვეყანას მოიცავს – ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს კვიპროსის გარდა, ასევე ისლანდიას, ნორვეგიას და შვეიცარიას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები