spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბჟანია – გთხოვთ, არ წამოეგოთ პროვოკაციებს, მე აქ ვარ, აფხაზეთში და გავაგრძელებთ მუშაობას

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.

“დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დააყენა ჩვენი რესპუბლიკა დიდი პრობლემების წინაშე. აფხაზეთის ხელმძღვანელობა: აფხაზეთის პრეზიდენტი, აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები აფხაზეთში ადგილზე არიან და ადგილზე იქნებიან და გააგრძელებენ მუშაობას. მე გთხოვთ, არ წამოეგოთ პროვოკაციებს, მე აქ ვარ, აფხაზეთში და გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ამ მოვლენების შედეგების აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ბჟანიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის კენჭისყრა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის მიუხედავად, პროტესტი გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა “სამთავრობო შენობების” კომპლექსის მიმდებარე ღობის ნაწილი დაანგრიეს, შემდეგ კი ე.წ. პარლამენტისა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიგნით შევიდნენ. აქციის დროს 13 ადამიანი დაშავდა, ისმოდა სროლის ხმაც.

აქციის მონაწილეები ახლა უკვე ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები