CANVAS-ის დირექტორი გიორგი მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
“მოვიდა უწყება. გამოკითხვა დღეს იქნება სასამართლოში. დრო არ ვიცი. საბჭოთა ნომენკლატურამ სოროში თავი ვეღარ დამალა! ბრძოლა მიღებულია” – წერს მელაძე.
მანამდე სუსში გამოკითხეს ორგანიზაციის სამი წევრი სერბეთიდან და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი ნინო გოგიბერიძე.