რისკი, რომელიც ახალმა შტამმა შეიძლება წარმოშვას, ეს არის ინფექციის უფრო სწრაფი გავრცელება, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდა, მძიმე კლინიკური შედეგები, მაღალი ლეტალობის მაჩვენებლები. ვითარების სიმძიმის განმსაზღვრელი ის იმუნური ფენა იქნება, რომელიც ახალ შტამს ქვეყანაში დახვდება, – ამის შესახებ ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი მარინე გელანტია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ექიმ-თერაპევტი აღნიშნავს, ვაქცინაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირებისთვისაც ხელმისაწვდომია.
“ბოლო პერიოდში ვირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” საქართველოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. დაბალი ვაქცინაციის ფონზე ეს საფრთხე კიდევ უფრო იმატებს. რისკი, რომელიც ახალმა შტამმა შეიძლება წარმოშვას, ეს არის ინფექციის უფრო სწრაფი გავრცელება, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდა, მძიმე კლინიკური შედეგები, მაღალი ლეტალობის მაჩვენებლები. ვითარების სიმძიმის განმსაზღვრელი ის იმუნური ფენა იქნება, რომელიც ახალ შტამს ქვეყანაში დახვდება.დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან ერთად ვაქცინაცია გვაახლოებს ჩვეულ ცხოვრებას და მხოლოდ ვაქცინაციით შევძლებთ ერთად დავამარცხოთ COVID- 19 – ის პანდემია. ვაქცინაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომია. ავიცრათ ერთმანეთისთვის!
#ავიცრათერთმანეთისთვის
#აფხაზეთისმთავრობა
#აფხაზეთისჯანდაცვა”, -წერს ექიმ-თერაპევტი სოციალურ ქსელში.