ჩარგლის ქუჩაზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ადგილობრივებსა და უცხოელ სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რასაც სროლა მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჰაერში ისროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება არასწორად გაჩერებული მანქანის გამო დაიწყო.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო.