ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებული სკანდალის გამო 10 აპრილს თანამდებობას დატოვებს.
გადადგომის მიზეზი ლატვიის გენერალური პროკურორის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება კარინშის საჰაერო მოგზაურობების ხარჯებთან დაკავშირებით, მათ შორის კერძო თვითმფრინავების გამოყენებაზე, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს.
ადგილობრივი მედიის ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრი პოსტი სეიმის დეპუტატმა სანდა კალნინია-ლუკაშევიცმა დაიკავოს.
კრიშიანის კარინში ლატვიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019-23 წლებში იკავებდა.