spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჩეხეთი დღეს პრეზიდენტს ირჩევს

ჩეხეთის რესპუბლიკა დღეს პრეზიდენტს აირჩევს. ეს ქვეყნის ისტორიაში მესამე საპრეზიდენტო არჩევნებია. ჩეხები სახელმწიფოს მეთაურს 9 კანდიდატიდან აირჩევენ, მათ შორის არიან ანდრეი ბაბიში, იაროსლავ ბაშტა, მარეკ გილშერი, კარელ დივიში, ტომაშ ზიმა, დანუშე ნერუდოვა, პეტრ პაველი, იოზეფ სტრჟედულა და პაველ ფიშერი.

 

თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ხმების 50%-ს ვერ მოიპოვებს, კენჭისყრის მეორე ტური ჩატარდება. ის 27 და 28 იანვარს არის დაგეგმილი. მეორე ტურში ყველაზე მეტი ხმის მქონე ორი კანდიდატი გავა.

 

ჩეხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, საკანონმდებლო ხელისუფლება წარმოდგენილია ორპალატიანი პარლამენტით, რომელიც შედგება დეპუტატთა პალატისა და სენატისგან.

 

ჩეხეთის რესპუბლიკაში აღმასრულებელი ხელისუფლება არის პრეზიდენტი და მთავრობა. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობას აქვს დიდი უფლებამოსილება, პრეზიდენტის მოვალეობები კი საკმაოდ შეზღუდულია.

 

პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები ჩეხეთში 2013 წლიდან იმართება. პირველი პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი 2013 წელს მილოშ ზემანი გახდა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები