spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩადიან

ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები დღეს კიევში ჩავლენ. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა სოციალურ ქსელში წერს.

 

ვიზიტის მიზანია დაადასტუროს ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.

 

“დღეს ჩვენ პოლონეთის პრემიერმინისტრტ მატეუშ მორავეცკისთან, ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან და სლოვენიის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშასთან ერთად ჩავდივართ კიევში, რათა შევხვდეთ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ შმიგალს.

 

ამ ვიზიტის მიზანია, ასევე, უკრაინისა და უკრაინელებისთვის მხარდაჭერის ფართო პაკეტის წარდგენა”, – წერს ფიალა სოციალურ ქსელში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები