“ჩემი შვილია, ხელი გაუშვით” – ამ ლოზუნგით თბილისში დღეს, 20:00 საათზე “დედების მარში” გაიმართება.
მოქალაქეები დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში, ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ.
საპროტესტო მსვლელობის შემდეგ ისინი რუსთაველზე, პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
აღნიშნული აქცია-მსვლელობის ორგანიზატორები დაკავებული აქტივისტების დედები არიან. მათი განცხადებით, ახლა მთავარი მათი შვილების გათავისუფლებაა.
“მოვითხოვთ, დაგვიბრუნონ შვილები. დედების ხმა გაიგონონ, არ შეიძლება ამდენ ხანს დაყრუვდნენ.
მივმართავ თვითონ მათ დედებს – კობახიძის, კალაძის, ასევე მათ ცოლებს, ხომ ჰყავთ მათ შვილები, იმ გადმოსახედიდან გადმოხედონ ჩვენს მდგომარეობას, თუ რა დღეში ჩაგვაგდეს“, – განაცხადა ზვიად ცეცხლაძის დედამ.