spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ჩემპიონთა ლიგა” დაბრუნდა – “ბაიერნმა” “პსჟ” დაამარცხა, “მილანმა” “ტოტენჰემი”

“ჩემპიონთა ლიგაზე” 1/8 ფინალური ეტაპი დაიწყო, პირველ სათამაშო დღეს გულშემატკივარმა ორი საინტერესო შეხვედრა იხილა.

 

პარიზში “პარის-სენ ჟერმენმა” მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა, ერთადერთი გოლის ავტორი “ბავარიელთა” შემტევი კინგსლი კომანია. ამ გუნდების განმეორებითი მატჩი “ალიანც არენაზე” 9 მარტს გაიმართება.

 

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, “სან სიროზე” “მილანმა” ლონდონის “ტოტენჰემს” უმასპინძლა და ანალოგიური ანგარიშით 1:0 დაამარცხა მეტოქე. მილანელთა მხრიდან თავი ბრაჰიმ დიასმა გამოიჩინა. 9 მარტს კი გადამწყვეტი შეხვედრა ლონდონში გაიმართება.

 

ფეხბურთის გულშემატკივარი ხვალ კიდევ ორ 1/8 ფინალურ მატჩს იხილავს. თბილისის დროით 23:55 საათზე, დორტმუნდის “ბორუსია” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლებს, ხოლო “ბრიუგე” “ბენფიკას” დაუპირისპირდება.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები