spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჩერევატი – ჩვენ არ ვიგონებთ ლეგენდებს, მივაღწიეთ მთავარ მიზნებს, მათ უზარმაზარი ზარალი მივაყენეთ

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს დასაყრდენი თავად ბახმუტში, დონეცკის ოლქში, სადაც ცხელი ბრძოლები მიმდინარეობს, ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალებს წინსვლა აქვთ ფლანგებზე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, პოლკოვნიკმა სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.

 

“გენერალი სირსკი აღიარებს აქტიური თავდაცვის პრინციპს. ჩვენ არ გვაქვს უპირატესობა არც პერსონალის რაოდენობით და არც აღჭურვილობით, მაგრამ სადაც არის შესაძლებლობა, სადაც ჩვენი სიმშვიდის, სწორი ტაქტიკური ფორმირების წყალობით, დასავლეთისა და საბჭოთა შეიარაღების კომბინირებული გამოყენებით ვმოძრაობთ და ვახორციელებთ კონტრშეტევებს“, – განაცხადა მან.

 

ჩერევატის თქმით, ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეში 2 კილომეტრამდე წინსვლა მოახერხეს.

 

“გასული 24 საათის განმავლობაში,  სხვადასხვა რაიონებში 250-დან 400 მეტრამდე დავწინაურდით. ეს ბევრი არ არის, მაგრამ ეს გვაძლევს საშუალებას დავიკავოთ დომინანტური სიმაღლეები, რათა უკეთესად დავარტყათ მტრის დაჯგუფებას ბახმუტში“, – განაცხადა ჩერევატიმ.

 

მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს ბახმუტში აქვთ სანგრები, სიმაგრეები, მათ შორის ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

 

“დაწვრილებით ვერ გეტყვით. ეს არის პატარა პლაცდარმი, რომელიც ჩვენ გვაქვს იმისათვის, რომ რუსებს არ ავაღებინოთ ქალაქი მთლიანად. და არსებობს შესაძლებლობა, შევიტანოთ საბრძოლო მასალა და ყველაფერი, რაც თავდაცვისთვის არის საჭირო”, – განაცხადა ჩერევატიმ.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო სარდლობა, ოკუპანტებისგან განსხვავებით, არ იგონებს “არანაირ ლეგენდებს იმის შესახებ, რომ ეს არის დიდი შეტევა და მსგავსი”, რადგან “ეს ხდება ბახმუტის მიმართულებით წარმატებული თავდაცვის ოპერაციის ფარგლებში”.

 

“რატომ არის ეს წარმატებული? იმიტომ, რომ ჩვენ მივაღწიეთ მთავარ მიზნებს. ჩვენ არ მივეცით მათ საშუალება, დაერღვიათ ჩვენი საბრძოლო წესრიგი, გაენადგურებინათ ჩვენი მეომარი ჯგუფი, ალყაში მოექციათ. გარდა ამისა, ჩვენ მათ უზარმაზარი ზარალი მივაყენეთ”, – განაცხადა ჩერევატიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები