spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჩერევატი – რუსებმა ბახმუტის მიმართულებით მხოლოდ ერთ დღეში 400-მდე ჯარისკაცი დაკარგეს

რუსმა დამპყრობლებმა ბახმუტისთვის ბრძოლებში ერთ დღეში 392  ჯარისკაცი დაკარგეს – 193 მოკლულია, 199 – დაჭრილი. მტერი აგრძელებს შეტევას, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოკუპანტები არ წყვეტენ ბახმუტის ოკუპაციის მცდელობებს. დღის განმავლობაში თვით ქალაქში 16 შეტაკება მოხდა. ამასთან, დამპყრობლებმა დასახლების და მისი შემოგარენის მიმართულებით ცეცხლი 55-ჯერ გახსნეს.

 

“ზოგადად, ფრონტის ბახმუტის სეგმენტზე განხორციელდა 352 საარტილერიო დარტყმა სხვადასხვა ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით და ქვემეხებით. 27 შეტაკება მოხდა მთელ ფრონტზე, 4 საჰაერო დარტყმა. განადგურდა 193 ოკუპანტი, 199-მა მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება“, – განაცხადა ჩერევატიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები