ევროპამ და უკრაინამ სამშვიდობო პროცესში რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა. სამშვიდობო პირობებს მარტო მოსკოვი და ვაშინგტონი ვერ განსაზღვრავენ, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუ შაემ განაცხადა.
ჩინელი დიპლომატი აცხადებს, რომ ის “შეძრწუნებულია“ იმით, თუ როგორ ექცევა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის მოკავშირეებს ევროპაში.
”როდესაც უყურებთ, თუ როგორ ახორციელებს ტრამპის ადმინისტრაცია თავხედურ და მძიმე პოლიტიკას ევროპის მიმართ, ასე ექცევა თავის მოკავშირეებს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროპული პერსპექტივიდან, ეს შემზარავია”, – განაცხადა ლუ შაემ.
მისი აზრით, ევროპულმა ქვეყნებმა “უნდა იფიქრონ“ და შეადარონ ტრამპის პოლიტიკა ჩინეთს, რადგან “ჩინეთის დიპლომატიური მიდგომა ხაზს უსვამს მშვიდობას, მეგობრობას, კეთილგანწყობას და მომგებიან თანამშრომლობას”.
ის მიესალმა აშშ-სა და რუსეთს შორის დისკუსიებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო პროცესი უნდა მოიცავდეს ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების აღიარებას და მონაწილეობას.
“სხვადასხვა შემოთავაზებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს თანაბარი განხილვის საგანი და არა ნაკარნახევი რამდენიმე არჩეულის მიერ”, – აღნიშნა დიპლომატმა.