ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი რუსეთს 20-22 მარტს ეწვევა და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას გამართავს, – ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
“მოლაპარაკებების დროს განიხილება ყოვლისმომცველი პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და რუსეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კრემლში აცხადებენ, რომ სი ძინპინი და პუტინი მოსკოვში ხელს მოაწერენ რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტს, ასევე მოხდება “აზრთა გაცვლა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში“.