spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის მანძილზე ყოფნას შეძლებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

“2023 წლის 11 სექტემბრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა და ჩინეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა.

 

ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები, საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის მანძილზე ყოფნას შეძლებენ.

 

აღნიშნული ცვლილება მთავრობის 225-ე დადგენილებაში უკვე შევიდა, რეგულაცია 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები