ჩინეთმა აშშ-ის კონგრესის ზოგიერთ წევრს, მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
ჰონკონგის ხელმძღვანელი პირების მიმართ სანქციების დაწესებით, ჩინეთი აშშ-ის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
პეკინში ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონი სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს.
“ჩვენ გვინდა, ვუთხრათ ამერიკულ მხარეს, რომ ჰონკონგის საქმეები აშშ-ის მხრიდან ჩარევას არ ექვემდებარება. აშშ-ის მხრიდან ჰონკონგთან დაკავშირებულ საკითხზე ნებისმიერ არასწორ ქმედებას ჩინეთის მხარე მტკიცე და საპასუხო კონტრრეაქციით შეხვდება“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერიმა.