ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხანწკის მიმდებარედ 25 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებულის.
მკვლელობის მიზეზად პირადი უთანხმოება სახელდება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.