spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. მედიის ინფორმაციით, ეს არის ყველაზე დიდი რაკეტა, რომელიც ფხენიანს 2017 წლის შემდეგ არ გაუშვია.

 

ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროდან იაპონიის ზღვის მიმართულებით ისროლეს. იაპონიის და სამხრეთ კორეის მთავრობების ინფორმაციით, რაკეტა 2 000 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა და 30 წუთის განმავლობაში 800 კილომეტრზე იფრინა.

 

იანვარში ჩრდილოეთ კორეამ სხვადასხვა ტიპის შვიდი რაკეტა ისროლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები