ყირიმიდან უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გათავისუფლებისთვის შანსი მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, რაც რუსეთის სასამართლო მათ განაჩენს გამოუტანს, – ამის შესახებ Front News-ს ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარემ რეფატ ჩუბაროვმა განუცხადა.
“ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ უკრაინელი პოლიტპატიმრები გაცვლის სიაში იყვნენ. ისინი არიან სიაში, თუმცა საქმე იმაშია, რომ გასამართლებულია ამ ადამიანების ნაწილი, რომლებიც დამნაშავე ხელისუფლებამ დააკავა. პოლიტპატიმრების უმრავლესობის საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია, საგამოძიებო იზოლატორებში”, – განაცხადა ჩუბაროვმა.
მისივე თქმით, რუსეთის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ პატიმრები შესაძლოა, უკრაინას გადასცენ.
“რუსეთი ყოველთვის ასეთი პრინციპის დემონსტრირებას ახდენს, რომ თითქოს, ვიდრე არ გასამართლდება, დამნაშავედ ითვლება და მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ეს ერთ-ერთი ძალიან რთული მომენტია ჩვენს მცდელობებში, დავიხსნათ ადამიანები გისოსებიდან. რუსეთი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ თითქოს ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა. როდესაც არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმრების გადასაცემად უფრო დიდი შესაძლებლობა არსებობს”, – განაცხადა ჩუბაროვმა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელიც კიევში იმართება, რეფატ ჩუბაროვმა განაცხადა, რომ უკრაინელი პოლიტპატიმრების ახლობლებმა ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს წერილით მიმართეს. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, სექტემბერში პრეზიდენტი უზენაეს სასამართლოში ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შეცვლის შესახებ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტს წარადგენს.