“ყველა ჩემს ემოციას გვერდით ვდებ და ადამიანებს მათი ხასიათების, ერთმანეთთან ურთიერთობების მიუხედავად ველაპარაკები, რომ საკუთარ მიზანს მივაღწიო, ამისთვის ამირჩია ხალხმა პარლამენტში და არა იმისთვის, ვარკვიო, ვის როგორი ხასიათები აქვს, რამდენად წესიერად იქცევა რომელიმე ურთიერთობაში.
იცით რამდენი ვინმე არ მომწონს ქართულ პოლიტიკაში? მაგრამ ამის მიუხედავად, ვიცი, რომ ხმები არის თვლით და 113 დეპუტატის ხმა მჭირდება ჩემი მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, ყველა ჩემს ემოციას გვერდით ვდებ, ადამიანებს მათი ხასიათების და ერთმანეთთან ურთიერთობების მიუხედავად ველაპარაკები.
ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას ყველასთან. „მოქალაქეების“ საქციელი რომ არ მომეწონა გუშინ, ეს საჯაროდაც ვთქვი, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა დროა, ბევრის საქციელი არ მომწონებია, ამის მიუხედავად, ვზივარ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვცდილობ, რამე გამოვიყვანო, რომ საკუთარ მიზანს მივაღწიო”, – განაცხადა ხვიჩიამ.